გურამ როგავა:თუკი ვერ აღკვეთეს დაგეგმილი პროვოკაცია, ხელისუფლება სადაა?! სააკაშვილი მართავს მას?!

ძალიან გვიჭირს დავინახოთ რეალური სურათი, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, – ამის შესახებ “დღის კურიერის” წამყვანმა გურამ როგავამ გადაცემის დასკვნით სიტყვაში თქვა.

“როგორც ჩანს ძალიან გვიჭირს დავინახოთ რეალური სურათი, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოვადგენდეთ. როცა ქვეყანაში ირღვევა კანონი, ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ჟურნალისტებს ცემენ, ჯგუფურად თავს ესხმიან და მძიმე შედეგი დგება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, უნდა გაანალიზონ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა – შსს იქნება ეს თუ უსაფრთხოების სხვა უწყებები, რაღაც ვერ გააკეთეს, რაღაც წინასწარ ვერ გათვალეს.

თუკი მართლა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი ყოველი პროვოკაცია ასეთი შედეგით დასრულდა, თუკი ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაგეგმილი დანაშაულების აღკვეთა, ხელისუფლება სად არის მაშინ?! მიხეილ სააკაშვილი მართავს ამ ხელისუფლებას?! როგორც “ოცნების” ლიდერები აცხადებენ, თუ სააკაშვილი გეგმავს პროვოკაციას და წინასწარ იყო ცნობილი ეს შსს-თვის, რატომ ვერ აღკვეთეს. ამ კითხვაზე მინდოდა პასუხი დრეს და იმედი მაქვს, რომ დღეს თუ არა მომავალში მკვეთრ პოზიციას მოვისმენთ”, – აღნიშნა გურამ როგავამ.

კომენტარები
იტვირთება...