გურამ ფალავანდიშვილი: წიგნის მიხედვით, ბავშვებს ლგბტ-ს როლი უნდა განესახიერებინათ

“რადგან ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის შედეგადაც მამათმავლობა ნორმად დაფიქსირდა, მათდამი მგრძნობელობის გასაზრდელად, ყველა სტრუქტურაში, მათ შორის განათლების სისტემაშიც, პროპაგანდა შემოდის", – ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში ფილოლოგმა გურამ ფალავანდიშვილმა ისაუბრა, რომელიც ახალი სასკოლო საგანის – “მე და საზოგადოებას” წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ახალი საგნით მოზარდთა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების აღრევა-გადაგვარება მოხდება. 

"სად უნდა ნახოს პედაგოგმა გენდერის განმარტება?! ის ამას სახელმძღვანელოებში ეძებს. მართალია, განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე “კომპასი” და “კომპასიტოს” შესახებ ინფორმაცია აღარ დევს, მაგრამ გზამკვლევში ისევ დევს. ამ წიგნებში კი, წერია – წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდეთ.

რის შეცვლა მოგიწევდათ?! დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში მოქმედ ლესბოსელთა ან ჰომოსექსუალთა საზოგადოებას, მოიწვიეთ ისინი სასაუბროდ, რათა განმარტოთ გენდერული საკითხები და ა. შ. როლური თამაშებით ყველა ბავშვი ვალდებულია, ერთხელ მაინც განასახიეროს ლგბტ-ს როლი, რათა მათდამი თანაგანცდა გაუჩნდეს", – განაცხადა ფალავანდიშვილმა 2030-ში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...