გურამ ფალავანდიშვილი: თუ სააკაშვილი მოექცევა, იმასაც დავუჭერ მხარს

"მე ერთხელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დავუჭირე მხარი, იგი მერობაზე იყრიდა კენჭს.  დიმიტრი იბრძვის უფლებებსა და ზნეობის დასაცავად", – ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში ფილოლოგმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომელიც ახალი სასკოლო საგანის – “მე და საზოგადოებას” წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ახალი საგნით მოზარდთა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების აღრევა-გადაგვარება მოხდება. 

ფალავანდიშვილი აღნიშნავს, რომ ის, არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა მხარს დაუჭერს ნებისმერ პარტიას, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობას შეინარჩუნებს და ახალი სასკოლო საგანის – “მე და საზოგადოებას” წინააღმდეგ წავა.

"როდესაც შენ იძახი ევროპაში მამათმავლობაა და რუსეთში ეს არ მოსწონთ, ხალხი იძახის, მაშინ რუსეთი მინდაო. ვგულისხმობ ქართულ პოლიტიკურ ძალებსაც. ასეთი განცხადებები წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. 

შენ ეუბნები ერს, რუსეთში არ მოსწონთ, ევროპაში მოსწონთ. მაშინ რა გამოდის, უბიძგებ ხომ?! მე გეუბნებით, ევროპაში ეს უმეტესობას არ მოსწონს! 

ხომ არ დავიფიცებ, არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. მე ყველა პარტიაში შევალ თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდება. დღეს, ამის ხალხს და ძალას მე ვერ ვხედავ, რომელიც…

"ოცნების" იმედი გვქონდა, გვიმტყუნა და დადგა "ლიბერასტების" მხარეს. "ნაციონალები" იყვნენ და თავიდანვე მაგათ მხარეს იყვნენ, თუმცა, რაც შეეხება ბურჯანაძეს, მე მას იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ მის უკან აღარ იდგა "თავისუფლების ინსტიტუტი" და იდგა ეროვნული ხალხი. თუ ეგრე მოექცევა სააკაშვილი, მასაც დავუჭერ მხარს. იგივე ბიძინა ივანიშვილი… მე ყველას დავუჭერ მხარს, ვინც დადგება ქართველ ერთან ერთად. დადგება ბურჯანაძე, გაუმარჯოს, დადგება სააკაშილი, გაუმარჯოს", – განაცხადა ფალავანდიშვილმა 2030-ში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...