გურამ ოდიშარია 2017 წლის ტოლერანტობის ქომაგი გახდა

სახალხო დამცველის ყოველწლიური კონკურსი ''ტოლერანტობა და მრავალფეროვნება'' დასრულდა, სადაც 2017 წლის ტოლერანტობის ქომაგი 5 ნომინაციაში დასახელდა. 

2017 წლის ტოლერანტობის ქომაგები გახდნენ ნომინაციაში ''პიროვნებები'': რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებით – მწერალი ლაშა ბუღაძე და ეროვნული უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით – მუსიკოსი, დამსახურებული პედაგოგი, ფესტივალის ''ერთი ცის ქვეშ'' ორგანიზატორი მანანა ალფაიძე. 

ნომინაციაში ''ორგანიზაციები'': რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებით, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი პროექტისთვის ''რელიგიათა კლუბი''. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით კი ''არტარეა'' პროექტისთვის ''თბილისური ეზო''. 

ნომინაციაში ''მედეა'': რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ''რუსთავი2''; ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთი ''გურჯისტანი.''

ნომინაციაში ''საჯარო მოხელეები'': რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებით რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ''ევროპული საქართველოდან'' გიგა ბოკერია. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით კი პრემიერმინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია.

ნომინაციაში ''საპატიო ჯილდო ''რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებით ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს-იოაჰიმ კიბერლენი. ხოლო ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით ჩეხთა სათვისტომოს ''ზლატა პრაღას'' ხელმძღვანელი გაროლდ შმალცერი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...