გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველმა ჩვენი ეჭვები და განცხადებები დაადასტურა – ნინო ლომჯარია პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

პრაქტიკულად, სახალხო დამცველმა ჩვენი ეჭვები და განცხადებები დაადასტურა, რომ ნინო ლომჯარია პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, რადგან სახალხო დამცველის ფუნქციები არ არის, განცხადებები აკეთოს და არკვიოს, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ფუნქციები და ლეგიტიმაცია რა არის და რა არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ძალიან ცუდად სცოდნია, რას ნიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა.

„არჩევნები ჩატარდა და თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია არ აქვს, 48 პროცენტი არ იქნებოდა აღებული. სახალხო დამცველს ვურჩევ, წაიკითხოს, რას ნიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა და მისი ლეგიტიმაცია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახალხო დამცველს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. სულ მცირე, ეს შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ ობიექტური შეფასებები არ მოსწონს მის საქმიანობაზე, საიდანაც სხვათა შორის, თავად არის არჩეული და ახლა აპირებს, საწინააღმდეგო განცხადებები აკეთოს და ამისთვის გამოიყენოს აპარატი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები.

საზოგადოება ხედავს, რომ სამწუხაროდ, ნინო ლომჯარია დაკავებულია არა ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების უფლებების დაცვით არის დაკავებული. ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობს რადიკალური ოპოზიციის თითოეული ლიდერის უფლებებზე და იმაზე, ვის წამოსტკივდება თავი და ვინ რომელ კურორტზე უნდა იყოს გადაყვანილი. პოლიტიკური პარტიების ლიდერების პირადი სამედიცინო სფეროს მომსახურებასაც ეწევა უკვე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

კომენტარები
იტვირთება...