გურამ მაჭარაშვილი: პარლამენტს აქვს ბევრი ბერკეტი, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობის მიერ შესაძლო არასწორი ნაბიჯები შეაჩეროს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით, საი-ა ვერ შეძლებს ისეთი ტიპის არგუმენტის წარმოდგენას, რომლის საფუძველზეც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების ანტიკონსტიტურობა დამტკიცდება.

გურამ მაჭარაშვილი გამოხმაურა განცხადებას იმის თაობაზე, რომ  პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ „საია“-ს  სარჩელი უკვე მზად აქვს და მას საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს წარუდგენს.

„პარლამენტი, მოგეხსენებათ, რომ არ მართავს ქვეყანას. ქვეყანას მართავს პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა ნებისმიერი მიმართულებით. პარლამენტი განსაზღვრავს პოლიტიკას, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება იმიტომ ჰქვია მთავრობას, რომ ის აღასრულებს და პარლამენტი არ ერევა მის ფუნქციებში. პარლამენტს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის მიერ შესაძლო არასწორი ნაბიჯები შეაჩეროს. ამიტომ, ეს იყო მხოლოდ სპეკულაცია. ვერცერთი არჩევანი ვერ შემოგვთავაზა ოპოზიციამ. მე არ მგონია საიამ წარმოადგინოს ისეთი ტიპის არგუმენტი, რომელიც იქნება წინააღმდეგი ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის: „საია“-ს სარჩელი უკვე მზად აქვს და მას საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს წარუდგენს. სარჩელი კონსტიტუციის ორ მუხლს შეეხება. საუბარია გადაადგილებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვაზე.

პარლამენტმა დაამტკიცა  ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, მხარი დაუჭირა – მისი მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად