გურამ ხეცურიანი ანრი დეგლანის სახელობის გრან პრის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა

ნიცაში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრი საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე

87 კგ წონით კატეგორიაში რეპეშაჟიდან ბრინჯაოს ფინალში გასულმა გურამ ხეცურიანმა 5:5-ზე დამთავრებულ შეხვედრაში ბოლო ილეთის წესით გაიმარჯვა ამერიკელ ჯონ სტეფანოვიჩთან და ანრი დეგლანის სახელობის გრან პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გრან პრიზე ხუთი მოჭიდავით იყვნენ წარდგენილები. მათგან გიორგი მელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, გურამ ხეცურიანმა და როლანდ ბუიძემ კი ბრინჯაოს მედლები. ნუგზარ წურწუმიამ ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც წააგო, რეპეშაჟიდან ბრინჯაოს ფინალში გასულმა ბექა მამუკაშვილმაც კი ისევ სანან სულეიმანოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე თურქეთი გავიდა 305 ქულით, მეორე ადგილი აზერბაიჯანელებმა დაიკავეს 160 ქულით, მესამე ადგილი კი 151 ქულით მასპინძლებს ხვდათ წილად. 5 მოჭიდავით მოასპარეზე საქართველომ 80 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...