გურამ კაშია „სინოფარმით“ აიცრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი გურამ კაშია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – “სინოფარმით” აიცრა.

აღნიშნულ ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს “ლოკომოტივი” ავრცელებს.

“დღეს, გურამ კაშია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმით აიცრა.
აიცერი და დაამარცხე კოვიდი!” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ “სინოფარმით” ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები შოთა და აჩი არველაძეებიც აიცრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...