გურამ კაშია: მე კაპიტანი ვარ და პასუხისმგებელი ვარ, გუნდი გავიყვანო მოედანზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი, გურამ კაშიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჰოლანდიაში, მის გარდა, იმ დღეს, სხვა გუნდების კაპიტნებსა და დაბალი ლიგის ქალთა და კაცთა გუნდების კაპიტნებსაც ეკეთათ და მას უჭირს აუხსნას ჰოლანდიელებს, თუ რა ხდება საქართველოში და რატომ წამოვიდა ამხელა აგრესია ფეხბურთელისადმი ლგბტ პირების ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობის გამო.

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო. თვითონ ჰოლანდიელი ხალხიც არავინ არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ და რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ, გუნდი გავიყვანო. ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელიც უნდა მეთამაშა. ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს. ჩემს გარდა, ერედივიზიონის ყველა კაპიტანს, ქვედა ლიგებსა და ქალთა ლიგაში, ყველას ეკეთა, ვერც ხვდებიან, ამხელა ამბავი რატომ მოჰყვა, ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც არ მსიამოვნებს, მართალი გითხრათ. ჩემი საქმეა, ვიყო სპორტში, ფეხბურთში და ვაკეთებდე იმას, რაც მიყვარს. ეს ინციდენტი, სკანდალი, რა არ უწოდეს, იყო ჩვეულებრივი თამაში, რომელიც, „ვიტესის“ კაპიტანს უნდა ეთამაშა. კაპიტანი მე ვარ, ეს წლებია ასეა, ერთ თამაშში ხომ არ დამნიშნეს სპეციალურად“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...