გურამ დოჩანაშვილს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა

ქართველ კლასიკოს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა. დოჩანაშვილს სიგელი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომრის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა გადასცა,

გურამ დოჩანაშვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს ხვდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტმა ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა.

ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. მოსწავლებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და ღასან ხალილმა – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

შეხვდრის ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვროდ , გურამ დოჩანაშვილის წიგნები გადაეცათ და საშუალება მიეცათ პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაცნობოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად