გურამ დოჩანაშვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს ხვდება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტმა ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა.

გურამ დოჩანაშვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს ხვდება, რომლებმაც ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, სახელოვნებო დასპორტულ კონკურსებში გამარჯვებულები არიან.

ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. მოსწავლებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და ღასან ხალილმა – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

შეხვდრის ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვროდ , გურამ დოჩანაშვილის წიგნები გადაეცათ და საშუალება მიეცათ პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაცნობოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...