გუმათში რკინის ჯებირი აღებულია, რიონის ხეობის მცველები სხვა მოთხოვნების შესრულებასაც ელიან

როგორც მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ბლოკპოსტი აღებულია, თუმცა უნდა შესრულდეს შეთანხმების სხვა პუნქტები და ტერიტორია უნდა დატოვოს სამართალდამცველების დიდმა ნაწილმა, ასევე უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები.

რიონის ხეობაში იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი. ზვიად შალამბერიძის თქმით ხელისუფლებამ შეთანხმების შესრულება დაიწყო, ახლა ჯერი აქციის მონაწილეებზეა.

კომენტარები
იტვირთება...