გულშემატკივრები ბილეთების შეძენას მხოლოდ ცოცხალ რიგში შეძლებენ

გულშემატკივრები სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენას ხვალ, 09:00 საათიდან ცოცხალ რიგში შეძლებენ.

„ჯერ კიდევ 5 დღის წინ განვაცხადეთ, რომ იქნება ცოცხალი რიგი და არანაირ სიებზე ჩვენ ლაპარაკი არ გვქონია. ბილეთები გაიყიდება ცოცხალ რიგში 09:00-დან 21:00 საათამდე, თუ ამ დროისთვის დარჩენილი იქნება 2000 ბილეთი, მისი რეალიზაცია გაგრძელდება ხვალვე, 2000-ზე მეტი ბილეთი თუ დარჩება გასაყიდი, მაშინ დარჩენილი ნაწილი მომავალ კვირას გაიყიდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, ბილეთების შეძენისას ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ბილეთები გაიყიდოს კვირა დღეს.

„მქონდა შეხვედრა გულშემატკივრებთან და მათ ავუხსენი, რომ სიების შექმნა არასწორია. დღეს საღამოს შსს-თან ერთად ჯებირების მოწყობას დავიწყებთ“, – განაცხადა სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად