გულია გოცირიძის ინიციატივით, მოსახლეობას უფასო კვლევები ჩაუტარდა

გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივით, კლინიკა ,,გიდმედის’’ ტკივილის მართვის ცენტრში 20 მოქალაქეს ხერხემლის დაავადებათა უფასო კვლევა ჩაუტარდა.

როგორც გულია გოცირიძემ აღნიშნა, ხერხემლის გამრუდება 21-ე საუკუნის დაავადებაა და ის დროულ მკურნალობას საჭიროებს.

"დღეს აქ წარმოდგენილია, როგორც ხანში შესული, ისე მოზარდი თაობა. სამწუხაროდ, ყველა მოქალაქე, ვინც ხერხემლის უფასო კვლევის მოთხოვნით მოგვმართა, ამჟამად ვერ დავაკმაყოფილეთ. თუმცა, მგავსი აქციების გაგრძელების მიზნით, ჩვენ შემდგომი თანამშრომლობისთვის მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ"’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კვალიფიციურმა და გამოცდილმა სპეციალისტებმა პაციენტებს თანამედროვე მეთოდებით ისეთი დაავადებების კვლევა ჩაუტარეს, როგორებიცაა:

ხერხემლის დაავადებები; სქოლიოზი; ოსტეოქონდროზი; კისრის რადიკულიტი, კისრის შაკიკი; მხარბეჭის დისტროფიული პერიართრიტი; კისრის, გულმკერდის და წელის მიდამოს მალთაშორისი დისკების თიაქარი; გავა-წელის რადიკულიტი, ლუმბაგო,ლუმბოიშიალგია, კუდუსუნის ძვლის ართროზი.

გულია გოცირიძის თქმით, უახლოეს მომავალში აქციები კვლავაც გაგრძელდება და უფასო კვლევის სერვისით კიდევ არაერთი მოქალაქე ისარგებლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...