გუგუტიანთ კარში ელჩები რუსული ოკუპაციის შედეგების გასაცნობად ჩავიდნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთ კარში იმ ადგილზე ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინდამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები ჩავიდნენ.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ჩავიდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე დეტალურად ეცნობიან.

როგორც საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩების ადგილზე ჩაყვანის ორგანიზების მიზანია, რომ დიპლიმატიურმა წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახონ, რა არის რეალურად რუსული ოკუპაცია და რა არის რელური შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ უსადრთხოების გაუარესებაზე, არამედ როგორ მოქმედებს ის ჰუმანიტარულ ვითარებაზე და როგორ აუარესებს კონკრეტული ადამიანების მდგომარეობას.

გამყოფ ხაზთან იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...