გუგული მაღრაძის შვილი “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 4 წლით აირჩიეს

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის – „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით 2019 წლის 21 აგვისტოდან სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 4 წლის ვადით არჩეული იქნა მაგდა მაღრაძე, დაბადებული 1977 წ. საქართველოს მოქალაქე.

მაგდა მაღრაძის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 2,500 აშშ დოლარის ოდენობით. მანამდე, 2018 წლის 28 ივნისიდან, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 4 წლის ვადით არჩეული იქნა ირაკლი მანაგაძე – დაბადებული 1967წ. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე და 2018 წლის 22 ნოემბრიდან მამუკა წერეთელი – დაბადებული 1962 წ. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. თითოეული მათგანის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 3 750 დოლარის ოდენობით.

ცნობისთვის, მაგდა მაღრაძე 2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, ის კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად