გუგული მაღრაძე: ტრამპს 3 000 ამერიკელის დაბრუნება დიდ ამბად მიაჩნდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა 

ტრამპს 3 000 ამერიკელის დაბრუნება დიდ ამბად მიაჩნდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.

“ჩვენ ქვეყანაში მთავარი რაც შეიქმნა, არის ის, რომ დაცულობის განცდა გაუჩნდათ ადამიანებს. იმიტომ ახორციელებდნენ შეზღუდვებს ადამიანები კარგად, რომ იცოდნენ, რომ დაცულები იყვნენ და ენდობოდნენ მთავრობას. ეს ჩანს იმაშიც, რამდენი ათასი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან. ხალხი მიდის იქ, სადაც არის დაცული. ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ სწორედ მაშინ, როდესაც ტრამპი ამბობდა 3000 ამერიკელი დავაბრუნეთო და დიდ ამბად მიაჩნდათ. ასეთი წარმატებები არის უამრავი.

ისიც მესმის, რომ ხარვეზის გარეშე მუშაობა არ შეიძლება და ყოველთვის იქნება რაღაცა ხარვეზი. ის, რომ ვიღაცას დაუგვიანეს სწრაფი ტესტი და სხვა, ამან არ შეიძლება ჩრდილი მიაყენოს იმ დიდ მუშაობას, რომელიც გაწეული იქნა. მთავარი გაკეთდა ის, რომ ჩვენ ვენდობით ჩვენს ხელისუფლებას”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად