გუგული მაღრაძე პრემიებზე: მე რატომ მირეკავთ? ეგ არ არის ჩემთვის სპეციფიკური თემა

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით,  საჯარო მოხელეების პრემიები შემცირდა 31%-ით, ხოლო დანამატები გაიზარდა 45%-ით. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად „აიპრესმა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გუგული მაღარაძეს მიმართა.

აუდიტის სამსახურის და პრემიების ხსენებისთანავე, ისე რომ კითხვა არც კი დაგვამთავრებინა, გუგული მაღრაძემ ასე გვიპასუხა. "მე რატომ მირეკავთ?! აუდიტის სამსახური არ არის ჩემთვის სპეციფიკური თემა, სხვას ჰკითხეთ ვინმეს!", – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ლაშა თორდია: პრემია შემცირდა 31 მილიონი ლარით, ხოლო დანამატი 45 მილიონით გაიზრდა

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...