გუგული მაღრაძე: პარტია არ არის მარტო ბიძინა ივანიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება", ამაზე პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

"ველოდები პარტიის გადაწყვეტილებას. პარტია არ არის მარტო ბიძინა ივანიშვილი, პარტიაში უამრავი ადამიანია. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმრავლესობა, იმას გავიზიარებ, მეტ-ნაკლებად", – აღნიშნა გუგული მაღრაძემ. 

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაასახელებს. ისინი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, თუმცა ამ ეტაპზე არ ასახელებენ, ვინ მოიპოვებს მათ მხარდაჭერას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...