გუგული მაღრაძე: პარლამენტი არ დაუშვებს თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გადახედვას

გუგული მაღრაძე საქართველოს ბიზნესის ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, უარყოფითად აფასებს.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივის განხილვა საპარლამენტო კომიტეტს არ გაცდება.

საქმე ეხება თამბაქოს ახალი ნაწარმზე, ე. წ. გასახურებელი თამბაქოზე შეზღუდვების მოხსნას.

მაღრაძე ამბობს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი იმ კანონთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლითაც როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე საზოგადოება ამაყობს და შესაბამისად, პარლამენტი არ დაუშვებს, რომ მის შესუსტებას და მოქმედი რეგულაციების გადახედვას.

“პარლამენტის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიღებული კანონით, თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ, საქართველოში კარგი რეგულაცია დაწესდა, რომელმაც ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან ძლიერია, საქართველოშიც საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილები და მათი მცდელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება შეიტანონ ისეთი შესწორებები, რომ თავისთვის რაღაც პრივილეგიები მიიღონ და შეასუსტონ კანონის მოქმედება. ასეთი ტიპის ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილია საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნდა განიხილონ და იმედი მაქვს რომ ჩემი კოლეგების, რომ ამ კომიტეტს არ გაცდება ინიციატივის განხილვა. საკითხი შეეხება იმას, რომ თამბაქოს ახალი ნაწარმის – გასახურებელი თამბაქოს მიმართ არ განხორციელდეს უკვე არსებული შეზღუდვები“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად