გუგული მაღრაძე: პანედმიასთან ბრძოლაში მთავარი როლი მთავრობას ჰქონდა, ხალხს დაცულობა გაუჩნდა

პანედმიასთან ბრძოლაში მთავარი როლი მთავრობას ჰქონდა, ხალხს დაცულობა გაუჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.

“როცა ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, ცხადია, რომ აქ ძალიან დიდია ექიმების როლი, საზოგადოების როლი, ყველას როლი, მაგრამ მთავარი მაინც ხელისუფლების და მთავრობის როლია. თუ არ იქნა კოორდინაცია, თუ არ იქნა გათვალისწინება და დაგეგმვა… ჩვენ უბრალოდ იღბლიანი აღმოვჩნდით, რომ გვყავს კარგი სამედიცინო პერსონალი და იღბლიანები აღმოვჩნდით იმაში, რომ ძალიან ოპერატიული და გონივრული გადაწყვეტილებები იყო მიღებული. ჩვენ ქვეყანაში მთავარი რაც შეიქმნა, არის ის, რომ დაცულობის განცდა გაუჩნდათ ადამიანებს. იმიტომ ახორციელებდნენ შეზღუდვებს ადამიანები კარგად, რომ იცოდნენ, რომ დაცულები იყვნენ და ენდობოდნენ მთავრობას. ეს ჩანს იმაშიც, რამდენი ათასი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან. ხალხი მიდის იქ, სადაც არის დაცული”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად