გუგული მაღრაძე: გახარიას მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის გარანტიაა.

ამის შესახებ გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქვეყანაში ფაქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომი, რომლის ქრესტომატიული გამოვლინება არის ის, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ცდილობს რა, შექმნას არეულობის და არასტაბილურობის განცდა მოსახლეობასა თუ უცხოელებში. ამასთან, ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას. მან ეს უკვე დაამტკიცა. ამდენად მისი მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა”-წერს გუგული მაღრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად