გუგლის ერთ-ერთი დირექტორი კანის ლომების ფესტივალზე გარდაიცვალა

გუგლის აღმასრულებელი დირექტორი საფრანგეთში, კანის ლომების ფესტივალზე გარდაიცვალა.

“ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გუნდის ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი”, – წერს კომპანია გუგლი CNNMoney-სთვის გაგზავნილ წერილში.

CNNMoney-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია გუგლი კომენტარს არ აკეთებს. მხოლოდ ის თქვეს, რომ გარდაცვლილი პიროვნება გუგლის ერთ-ერთი მარკეტინგ ჯგუფის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, ხოლო სახელსა და გვარს არ ასახელებენ.

ადგილობრივმა პოლიციამ CNN-ს შეატყობინა, რომ გარდაცვლილი პიროვნება 21 ივნისს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, როდესაც გზატკეცილზე ტაქსით მიდიოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად