გუგავა: თუ სოციალური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება

„ყველას მოთხოვნა უნდა იყოს ეს, რომ გაიმართოს აქციები“, – ამბობს გიორგი გუგავა „აიპრესთან“ საუბრისას.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და არსებული უმძიმესი ფონიდან ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებსა და ხალხის ძალაშია.

„უმძიმესი სოციალური ფონი რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მაპროვოცირებელია. მაგრამ, ზოგადად უნდა დავინახოთ, რომ ყველას ეხება ეს. უნდა გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ ხალხის ძალა. ხალხის არ ესმის ხელისუფლებას. დიდი ხანია დაშორდა მას, დაადგა ძალადობის და ხელისუფლების უზურპირების გზას. ამიტომ, უნდა დავდგეთ ერთად, რომ მშვიდობიანად ჩამოცილებული იყვნენ იმ ძალაუფლებას“, – ამბობს გუგავა.

კითხვაზე, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნითაც გეგმავენ აქციებს? – პასუხობს:

„თუ დაკმაყოფილებული არ იქნა ეს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნები, რომელიც შეეხება ადამიანების ფიზიკურ გადარჩენას, მაშინ რა თქმა უნდა გადაიზრდება პოლიტიკურში. ამის ავტორი არა ოპოზიცია, არამედ თავად ხელისუფლება, რომელიც აღმოჩნდება ხალხის სამართლიანი პროტესტის და მოთხოვნების ტყვეობაში.

იმედია, რომ ყველა პარტია ამ დასკვნამდე მივა. მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ აქ მთავარი როლი მაინც ხალხს ენიჭება“, – გვითხრა გიორგი გუგავამ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...