გუგავა: თუ ასე გააგრძელებს ივანიშვილი, დაკარგავს ქონებასაც და თავისუფლებასაც

მის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურმა მდივნმა, გიორგი გუგავამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

” მე ვფიქრობ, დღეს, ჩვენ სახელმწიფოს აქვს ეროვნულ სახელმწიფოებრივი კრიზისი. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ის კი არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა რომ ერთი ფორმაციის ხელისუფლება, მეორე ფორმაციის ხელისუფლებით შეიცვალოს და რაღაც დემოკრატიაში და საარჩევნო საკითხებში გვაქვს ხარვეზები. ვფიქრობ, 90-იანი წლების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა დგას ყოფნა არყოფნის ზღვარზე”,-ამბობს გუგავა.

გუგავას თქმით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ნებისმიერი საარჩევნო სისტემით წააგებს.

“რა კონფიგურაცია, რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, პირწმინდად წააგებს ბიძინა ივანიშვილი. მეტსაც გეტყვით, თუ ასე გააგრძელებს, ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ქონებასაც და თავისუფლებასაც. ასე დამთავრდება ეს პროცესი”,-ამბობს გუგავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად