გუგავა: რ2-ში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ივანიშვილის და კრემლში მისი პატრონების მიზანია

“ივანიშვილის და მისი პატრონების კრემლში, მიზანია „რუსთავი 2“ ჩაიგდონ ხელში, შეცვალონ მისი სარედაქციო პოლიტიკა, “,-ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გუგავამ “კურიერთან” საუბრიასას განაცხადა.

“ივანიშვილის და მისი პატრონების კრემლში, მიზანია „რუსთავი 2“ ჩაიგდონ ხელში, შეცვალონ მისი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად, ჩაიხშოს მართალი სიტყვა, ჩაიხშოს დასავლური პლატფორმა და ამით მიაღწიონ თავიანთ ბნელ მიზნებს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილს შეანარჩუნებინონ ძალაუფლება და ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს საქართველო ისევ კვლავ რუსულ წიაღში, ანუ გაგვხადოს რუსული კოლონია კვლავ.

ეს არის „რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა და ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლა და ბრძოლა იმისთვის, რომ გავაკონტროლოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ვამხილოთ ხელისუფლება,“ – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...