გუგავა: პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ივანიშვილი და მისი ბანდა კი მიეცემა პასუხისგებაში

ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

“პოლიტიკური მოწინააღმდეგის, პოლიტიკური ოპონენტის უსაფუძვლო ბრალდებებით დაპატიმრება არის მცდელობა კრემლიდან დანიშნულ მეფისნაცვალმა ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა.

მცდელობაა, რა თქმა უნდა, ეს ვერ გაუვა. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას არანაირი რეალური საფუძველი არ უდევს, გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით დასტურდება მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა “რუსთავი 2”-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით.

პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან მალე, ხოლო ივანიშვილი და მისი ბანდა, მიეცემა პასუხისგებაში იმ გამყიდველური ქმედებების გამო, რომელსაც ის ქვეყნისა და ხალხის წინაშე სჩადის,“- განაცხადა გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად