გუგავა: ოლიგარქმა პარლამენტი შეღობა, მან ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” რეალობად აქცია

ოლიგარქმა პარლამენტი შეღობა, მან ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” რეალობად აქცია, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში პარლამენტში შემოღობვას.

შეგახსენებთ, პარლამენტთან საახალწლო ატრაქციონები აიღეს და პარლამენტი მწვანე ფერის ღობეებით შემოღობეს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება.

ოპოზიციაში კი ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის აქციების ხელის შეშლად აფასებენ. აღნიშნულ ღობესთან აქციაც გაიმართა და ღობეზე დაწერეს: “სირცხვილია”, “რუსული ოცნება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად