გუგავა: ხელისუფლებას სურს დათრგუნოს ჩვენი მოქალაქეები ფსიქოლოგიურად

” წარმოუდგენელ შეზღუდვებთან გვაქვს საქმე”-ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

გიროგი გუგავას თქმით, შეზღუდვებს არანაირი ლოგიკა არ აქვს:

” ტურისტებისთვის ხსნიან ქვეყანას და თან ქვეყნის შიგნით ოჯახის წევრებს ერთად გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ამაში რა ლოგიკაა?! არანაირი ლოგიკა აქ არაა, გარდა იმისა რომ ხელისუფლებას სურს დათრგუნოს ფსიქოლოგიურად თანამოქალაქეები, გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობდა და შიდა პატიმრობაში ამყოფოს ჩვენ მოსახლეობა”,-აცხადებს გიორგი გუგავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად