გუგავა: ხელისუფლება იქნება მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რათა აასრულოს დანაპირები

“მათ მოუწევთ სირცხვილის კორიდორებში გავლა”-ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურმა მდივნმა, გიორგი გუგავამ “კურიერთან” განაცხადა.

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ იქნება, სანამ პროპორციული არჩევნების შესახებ გაცემულ პირობას არ შეასრულებს.

“მათ მოუწევთ სირცხვილის კორიდორებში გავლა. ოპოზიცია აწყობს აქციებს და ამ აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი. ეს აქციები იქნება მრავალრიცხოვანი, რეგიონებშიც, თბილისშიც და ხელისუფლება იქნება, ასე ვთქვათ, მუდმივი პრესინგის ზეწოლის და იძულების ფორმატში, რათა აასრულოს ის დანაპირები, რომელიც მან დადო,”- განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, ხვალ 4 თებერვალს, დილის 10 საათიდან პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობა იგეგემება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად