გუგავა ხაზარაძეზე: თუ ოლიგარქიას ვებრძვით, რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი

თუ ოლიგარქიას ვებრძვით რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი, – ასე პასუხობს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა „აიპრესის“ კითხვას იმაზე, რატომ აკრიტიკებენ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლას „ლეიბორისტები“.

მისი თქმით, ის უბედურება რაც ქვეყანას სჭირს, იმ ოლიგარქიული სისტემის დამსახურებაა, რაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა.

„მგლისფერი ძაღლი შემჭამს თუ მგელი სულ ერთია. მას არანაირი იდეა არ აწუხებს, ქვეყნის ბედით არასდროს არ ყოფილა დაკავებული, ჩვეულებრივი მევახშეა, რომელმაც გაძარცვა ეს ქვეყანა. ათასობით ადამიანი ჰყავს გადასახლებული საკუთარი სახლიდან. ყველა ხელისუფლებასთან გარიგებული იყო და იყენებდა ამას კვლავ გასამდიდრებლად. მისი კაპიტალი რამდენიმე მილიარდს შეადგენს და თუ ჩვენ ოლიგარქიას ვებრძვით, რა მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილის გვარი იქნება თუ ხაზარაძის. ის ისეთივე უბედურება და სახადი იქნება, როგორიც არის ივანიშვილი. ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ჩვენს პრინციპებსა და ქმედებებში”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...