გუგავა: ხაზარაძემ ჯერ 12 მეწარმეს დაუბრუნოს წართმეული ბიზნესი და მერე შემოიკრიბოს 12 “მოციქული”

“ხაზარაძემ ჯერ 12 მისგან გაძარცვული ოჯახი დააბრუნოს ემიგრაციიდან და ა. შ. და მერე შემოიკრიბოს12 “მოციქული””,-ამის შესახებ, “ლეიორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა, სოციალურ ქსელში წერს.

“ჯერ, ხაძარაძემ
12 კრედიტორს დაუბრუნოს მევახშეობით აწაპნილი ფული;
12 მისი გაღატაკებული ოჯახის მშიერი ბავშვი დააპუროს;
12 სახლიდან გამოსახლებულს დაუბრუნოს ქონება;
12 მეწარმეს დაუბრუნოს წართმეული ბიზნესი;
12 მისგან გაძარცვული ოჯახი დააბრუნოს ემიგრაციიდან და ა. შ.
და მერე შემოიკრიბოს
12 “მოციქული””,-წერს გიორგი გუგავა.

კოჟორიძე, ბოძაშვილი, დოლენჯაშვილი და სხვები – ხაზარაძემ მოძრაობა “ლელოს” 12 წევრი დაასახელა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მოძრაობის წევრი იქნება მისი ბიზნეს პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეც, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს იყო დეპუტატი და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად