გუგავა: კალაძემ თავის პიარისთვის გამოყოფილი მილიონებიდან მძღოლების იძულების ანაზღაურება მოახდინოს

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს:

“სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვასთან ერთად ხელისუფლება ვალდებული იყო ეზრუნა მძღოლების სოციალურ მდგომარეობაზე, მოეხდინა მათი შემოსავლის ნაწილობრივი კომპენსირება მაინც, რადგანაც ეს ადამიანები და მათი ოჯახები დამოკიდებულნი არიან ყოველდღიურ შემოსავალზე და უმუშევრობის პირობებში დარჩებიან უსახსროდ, უფულოდ და მშივრები.
კეთილი ინებოს კალაძემ და მისი პირადი პიარისათვის ბიუჯეტში გამოყოფილი მილიონებიდან მოახდინოს მძღოლების იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ასე იქცევა იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის ხელისუფლებები, როდესაც იძულებით რეგულაციებს აწესებენ”, – წერს გიორგი გუგავა.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ზომებს ამკაცრებს. შესაბამისად, ხვალიდან დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობა იკრძალება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად