გუგავა: ივანიშვილის მარიონეტებს ჩავაწყობთ ყუთში და გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში

ამის შესახებ, “ლეიბორისტული” პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ, “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

“ლეიბორისტული“ პარტიის წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, გახარიას ცვლილებით ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება.

„მარიონეტების თამაში თეატრში, რომელსაც ივანიშვილი ეწევა. ერთი მარიონეტის, ერთი თოჯინის მეორეთი ჩანაცვლება ჩვენს ქვეყანას ვერ შეცვლის. ეს ჩვენს ხალხს, ეკონომიკას, მართლმსაჯულებას არაფერს მოუტანს. მათ სისხლიანი გახარია უნდათ შედარებით უსახური პირით ჩაანაცვლონ. თუმცა, მთავარი დასამარცხებელი ქვეყანაში ივანიშვილია, რომელიც ფარულად მართავს ამ მარიონეტებს. თავის მარიონეტებს ჩავაწყობთ ყუთში და გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გახარია მარტის დასაწყისში უნდა ჩაანაცლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად