გუგავა: ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ცრუს სახელით შევა

ამდენი ტყუილი, ამდენი გადაგდება არ ახსოვს საქართველოს ისტორიას”,-ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ “ტვ პირველის” ეთრში საუბრისას განაცხადა.

გიორგი გუგავას თქმით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ისტორიაში ბიძინა ცრუს სახელით შევა.

” ეს იყო მორიგი გადაგდება. ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ გადაგდების ერთი წლისთავის. ასეთი გადაგდებები, სიცრუით არის სავსე ეს ბოლო წლები.

ალბათ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ცრუს სახელით შევა, რადგან ამდენი ტყუილი, ამდენი გადაგდება არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. არც ამდენი დაპირება რაც მან განახორციელა”,-ამბობს გიორგი გუგავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად