გუგავა: ივანიშვილი და მისი ამფსონები ცნობილი გადამგდებები არიან მსოფლიო მასშტაბით

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან კონსესუსის საკითხები ოპოზიციამ ერთმანეთთან უნდა შეათანხმოს

“შექმნილია ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. აქ თანხმდება საკითხები და კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილებები. კონსესუსით მიღებული მთავარი სტრატეგიული ხაზი ხორციელდება ოპოზიციის მიერ.

ამიტომ, ცალ-ცალკე მოლაპარაკებას არანაირი შედეგი არ აქვს. როგორც ცნობილია, ივანიშვილი და მისი ამფსონები არიან ცნობილი გადამგდებები, მსოფლიო მასშტაბით,”- განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად