გუგავა: იმედია, ხელისუფლებას გონიერება და თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც შერჩა

“იმედია, მიხვდება ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხთან კონფლიქტში შესვლა კრახით დამთავრდება” – ეს განცხადება “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გააკეთა.

“იმედია, გონიერება შერჩენია ხელისუფლებას, თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც და მიხვდებიან, რომ ქართველ ხალხთან კონფლიქტში შესვლა დამთავრდება მათთვის კრახით, დამთავრდება მძიმე შედეგებით. მათ შეუძლიათ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნახონ, ეს არის პროპორციული არჩევნების წესის დამკვიდრება და ამით შეიმსუბუქებენ იმ დანაშაულს, რომელიც მათ მრავლად აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე,”- განაცხადა გიორგი გუგავამ “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად