გუგავა: ეს იყო მორალური აქტი, დიახ, ყველა მოღალატის თავზე ნაგავი უნდა იყოს!

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი, გიორგი გუგავა, სამოქალაქო აქტივისტის მიერ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრას ამართლებს და “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ მოღალატეებისთვის ეს საკადრისი ქმედებაა.

“რაც ჩაიდინა ირაკლი ფანგანმა ეს იყო მორალური აქტი, დიახ! ყველა მოღალატის, გადამგდების, ორპირის თავზე უნდა იყოს ნაგავი!

მათი ადგილი არის სანაგვე ურნაში, გამოთქმა რომ არის, “ომში როგორც ომში”. ის არ ეთაკილებათ ზოგ-ზოგიერთებს ათასობით ადამიანი ნაგვის ურნაში, რომ იქექება საკვების მოსაპოვებლად.

ან 80 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს, ამაზე ზოგ-ზიერთების გულის პრანჭვები არ გვინახავს. სახელმწიფო ჩამოგვამხო, უმთავრესი უფლებები წაგვართვა და არიქა, რომ ჩამოამხო ასე?! რა თქმა უნდა, მოღალატეს უნდა მოექცე ასე”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად