გუგავა: 4 აპრილს ოპოზიციის მხრიდან გაცხადდება ხელისუფლების დასრულების გეგმა

“4 აპრილამდე დატვირთული იქნება ყოველი დღე აქციებით, პიკეტირებით”- აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა “ფორმულასთან”.

“4 აპრილამდე დატვირთული იქნება ყოველი დღე აქციებით, პიკეტირებით, კონკრეტული პრინციპული ღონისძიებებით, მათ შორის რეგიონებში. ხოლი უკვე 4 აპრილს გაიმართება ფართო მასშტაბიანი აქცია, სადაც ოპოზიციის მხრიდან გაცხადდება ხელისუფლების დასრულების გეგმა”,-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზციამ 4 აპრილს ფართო მასშტაბიანი აქცია დაანონსა.

ოპოზიცია 4 აპრილს 4 საათზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. სწორედ ამ აქციაზე წარადგენს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად