გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის კედელი ჩამოინგრა

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახოსპირელის 3, ჩიხი #8/9- ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. როგორც მერიიდან იუწყებიან, სახლის აღნიშნულ ნაწილში მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა მომიჯნავედ არსებულ შენობებში მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით ქირით გაიყვანს.

“სახლის აღნიშნულ ნაწილში მოსახლეობა არ ცხოვრობს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. შემთხვევის ადგილი ნანგრევებისაგან გაიწმინდა და მომხდარის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება.

მომიჯნავედ არსებულ შენობებში მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით ქირით გაიყვანს. აღნიშნული მისამართი გუდიაშვილის მოედნისა და მისი არეალის რეაბილიტაცის პროექტში გათვალისწინებულია და მისი აღდგენა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება”,-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად