გუდაუთაში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა (ვიდეო)

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ქალაქის ფარგლებში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო სახლში გაჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელთა თქმით, ხანძრის ლიკვიდაციის დროს შენობაში ორი, 2018 და 2020 წელს დაბადებული ბავშვის გვამი ნახეს.

მეზობლად მდებარე სახლში მცხოვრები ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სახლში რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ბინა ნაქირავები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...