გუდაურში, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროები დროებით გათიშეს

გუდაურში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, უსაფრთხოების გამო საბაგიროები დროებით გათიშეს. ამის შესახებ “აიპრესს” მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

“ამ დროისთვის პირველი საბაგირო ჩართულია. ქარი როგორც კი ჩადგება, დანარჩენი საბაგიროებიც ჩაირთვება”, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

რაც შეეხება დანარჩენ ზამთრის კურორტებს, მესტიასა და ბაკურიანს, კომპანიის ინფორმაციით, იქ საბაგიროები ჩვეულებრივად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...