გუდაურში მკვლელობა მოხდა- გარდაიცვალა ერთი პირი

მკვლელობა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, ერთი კი დაჭრილია.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დადგენილია.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად