გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაწყებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,- ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი:
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვნი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად