გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის სამუშაოები დაწყებულია. ზვავსაშიშროების გამო, წმენდა ჯერ ვერ ხერხდება გზის მეორე ნაწილზე, კმ100-კმ104 მონაკვეთზე.

გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ დილას ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...