გუდამაყრის ხეობაში “არაგვი ჰესი და არაგვი1 ჰესი” აღარ აშენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გუდამაყრის ხეობაში ჰიდროელექტროსადგური “არაგვი ჰესი და არაგვი1 ჰესი” აღარ აშენდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტის ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც გუდამაყრის ხეობაშია.

“დღეს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და უარი ეთქვა კომპანიას ჰესების მშენებლობაზე. არაგვი ჰესი და არაგვი1 ჰესი საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტის ბუნებრივ მემკვიდრეობის შენარჩუნებას რაც ამ ხეობაშია, ვსაუბრობ ფლორის უნიკალურობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე და ა.შ.

პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა, რადგან ჩვენ ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ჩვენ ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ, ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება. ის წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან, რაც უკავშირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნას ამ ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...