გუბერნატორს, რომელმაც კრემლის კანდიდატს არჩევნები მოუგო, პუტინი გამარჯვებას არ ულოცავს

რამდენიმე კვირაა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გუბერნატორს, რომელმაც კრემლის კანდიდატს არჩევნები მოუგო, გამარჯვებას არ ულოცავს. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო იტყობინება.

მედიის თანახმად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მათზე გაბრაზებულია.

რამდენიმე წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ  რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელი ის კანდიდატი იქნებოდა, რომელიც პუტინთან პირადად შეთანხმებული არ იყო. 2012 წლამდე, რეგიონების ხელმძღვანელებს პირდაპირ პრეზიდენტი ირჩევდა.

2018 წლის შემოდგომის არჩევნები მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ოთხივე რეგიონში – ვლადიმირის ოლქში, ჰაკასიაში, ხაბაროვსკის ტერიტორიაზე და პრიმორიეს ტერიტორიაზე – „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვეს.

მეორე ტურში კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ადრე ნაკლებად ცნობადი იყვნენ.

არჩევნების შედეგად, გამარჯვებულ კანდიდატებს ფედერალური ცენტრის აღიარების ტრადიციული ატრიბუტები ჩამოართვეს: რუსეთის პრეზიდენტმა მათ გამარჯვება საჯაროდ არ მიულოცა და არც პირადად შეხვდა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, მსგავსი ფაქტი 2012 წლის  გუბერნატორის პირდაპირი წესით არჩევნების დაბრუნების შემდეგ არ მომხდარა.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) კანდიდატმა სერგეი ფურგალმა, 26 სექტემბერს ხაბარკოვის რაიონის გუბერნატორის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, 28 სექტემბერს მან თანამდებობა დაიკავა. პოსტზე დანიშვნის შემდეგ 68 დღე გავიდა. კრემლს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მას პუტინთან შეხვედრა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად