გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტების ცემაზე: ჩავთვალე, რომ პარლამენტში განცხადება არ იქნებოდა ლამაზი

“ოპოზიცია ვიყავით იქ, სადაც ვიყავით – თბილისში. ტელევიზიებშიც ვიყავით და… თუ იმას ამბობთ, რატომ არ ვიყავით ადგილზე. მართალია თქვენ ტელევიზიასთან არ მქონდა კონტაქტი, მაგრამ სხვა ტელევიზიებში ვიყავი”, – ამის შესახებ პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა კითხვაზე, სად იყო 5 ივლისს ოპოზიცია.

“სხვათა შორის ვიფიქრე, რომ პარლამენტიდან ხომ არ გავაკეთო განცხადება-მეთქი, მაგრამ ჩავთვალე, რომ არ იქნებოდა ლამაზი. არ იქნებოდა ლამაზი, როდესაც ხალხს ურტყამენ გარეთ, შენ ზიხარ პარლამენტში და იქიდან აკეთებ განცხადებებს”, – თქვა სანიკიძემ.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, მაშინ რატომ იყო პარლამენტის შენობაში? – რასაც სანიკიძე კითხვითვე პასუხობს და ინგა გრიგოლიას ეკითხება: “შენ როგორ მოიქცეოდი ჩემ ადგილას?” – რაზეც გრიგოლია პასუხობს:

“როცა ადამიანებს დაასისხლაინებდნენ, იქ გავჩნდებოდი. 26 მაისს მე მივედი იქ. აღარ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო”, – თქვა გრიგოლიამ.

გუბაზ სანიკიძე კი ამბობს:

“ჯერ არ გვაქვს გააზრებული რა ოპერაციაა დაგეგმილი და სამწუხაროდ არ დამთავრებულა, გაგრძელდება. ეს იყო დაგეგმილი მოსკოვიდან. ესენი შემსრულებლები არიან თავისი ღარიბაშვილით. საქართველოზე არსებობს მითი, რომ საქართველო არის მკვეთრად პროევროპული ქვეყანა, უსაფრთხოა და მათ შორის ტურიზმიც არის უსაფრთხო. ყველაფერს დაარტყეს – პოლონელი ტურისტი დაიჭრა, რაც არ ყოფილა შემთხვევითობა. ამის დანგრევა იყო გამიზნული – საქართველო არ არის პროევროპული ქვეყანა, ევროკავშირის დროშა ორჯერ დახიეს, არ არის უსაფრთხო ქვეყანა და აქ ტურისტი არ უნდა ჩამოვიდეს. ოფლით და სისხლით მოპოვებული სახელმწიფოს იმიჯის განადგურება ხდება

რუსულ არხებზე მიდის საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ დაგეგმა პროვოკაცია და ქართველი ხალხი მას არ წამოეგო. არ გამოვჩენილვართ და ის დაგვაბრალეს და რომ გამოვჩენილიყავით, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?!”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები
იტვირთება...