გუბაზ სანიკიძე: თუ ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა, მისი ამბავი ალბათ რევოლუციით დამთავრდება

“გუბაზ სანიკიძე: თუ ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა, მისი ამბავი ალბათ რევოლუციით დამთავრდება”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“როგორც კი ვაქცინა გამოჩნდება, იქვე დამთავრდება ამ ხელისუფლების ამბავი. ამ მანიპულაციებს რომ აკეთებენ ხალხის გაჭირვებაზე… ბედნიერად არიან, ხალხი სახლებშია, კაციშვილი ხმას არ იღებს, ოპოზიცია ჯაჭვით დაბმულია სახლში, ხელის შემშლელი და დამშლელი არავინ ჰყავთ, იპარავენ, ქურდობენ, ატყავებენ ქვეყანას ბოლომდე, ეს ქაჯები მართლა, ამიტომ მიიღებენ ცუდ შედეგს. დამთავრდება ისე როგორც უნდა დამთავრდეს, დამთავრდება ალბათ რევოლუციით, თუ არაფერი არ შეცვალა ხელისუფლებამ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად