გუბაზ სანიკიძე: თავმოყვარე ვართ, როცა ენზელ მკოიანმა ღერი ქართული არ იცის და 25 წელია კანონმდებელია?!

დამისახელეთ ქვეყანა, სადაც დეპუტატებმა არ იციან სახელმწიფო ენა! კანონით ეს შეზღუდული არ არის, მაგრამ რამდენად მორალურია? – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ჯავახეთში არის ასეთი დეპუტატი ენზელ მკოიანი. ფეოდალიც აღარ არის უკვე, იქაურობის იმპერატორია. გეკითხებით, ვინ უნდა დაუყენოთ ისეთი, რომელიც მას მოუგებს. იქნებ აჯობოს, რომ რამდენიმე პარტიამ იქ რამდენიმე კანდიდატი დაასახელოს?! რომელიც სულ ცოტა იმას მოახერხებს, რომ ენზელ მკოიანი ვეღარ მოიგებს. საერთოდ, შეკითხვა უნდა დაისვას ამ ქვეყანაში, სადამდე უნდა იჯდნენ საქართველოში დეპუტატები, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან?! დამისახელეთ ქვეყანა, სადაც დეპუტატებმა არ იციან სახელმწიფო ენა! კანონით ეს შეზღუდული არ არის, მაგრამ რამდენად მორალურია და რამდენად თავმოყვარე ვართ, როცა ენზელ მკოიანმა ღერი ქართული არ იცის და 25 წელია კანონმდებელია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად